ევროკავშირი 200 მილიარდი ევროს რუსული აქტივების კონფისკაციაზე მსჯელობს

04 მარტი 2025, 14:03 89 ნახვა

წამყვანი ევროპული სახელმწიფოები მხარს უჭერენ  უკრაინაში ომის დასრულების გეგმის შემუშავების ფარგლებში  200 მილიარდ ევროზე მეტი გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას. 

საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან რუსული აქტივების  კონფისკაციას, ბრიტანეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად განიხილავენ მათი გამოყენების გზებს. ომის შემდეგ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდების ფარგლებში განიხილება წინადადება, რომ ცეცხლის შეწყვეტის მომავალი შეთანხმების  დარღვევის შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ მოსკოვის აქტივების კონფისკაცია.

2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, დიდი შვიდიანის წევრებმა  რუსეთის ბანკის 300 მილიარდი ევროს აქტივები გაყინეს,  საიდანაც დაახლოებით 190 მილიარდი ინახება ბელგიაში, დანარჩენი კი საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, შვეიცარიასა და შეერთებულ შტატებში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში