ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, ამ საკითხში გარკვევა მნიშვნელოვანია.
„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს მათი პარტიები, უცხოეთიდან, ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს.
დღემდე საჯაროდ არსად გამოსულა, რომ გვარამიას, ხაზარაძის და კეზერაშვილის პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტები უცხოური ხელისუფლებების მიერ ფინანსდებოდა.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ საკითხშიც გარკვევა. ვინაიდან, თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში უკანონო გარე ჩარევის კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება", - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.