დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ომის დასრულება სურს, ევროპა ომის სახით „ბანკეტის გაგრძელებას“ ითხოვს - სერგეი ლავროვი

02 მარტი 2025, 18:57 365 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ ამბობს, რომ მშვიდობა სურს, ევროპა კი ომის სახით „ბანკეტის გაგრძელებას“ ითხოვს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"ჯო ბაიდენის შემდეგ, მოვიდა ხალხი, ვისაც სურს იხელმძღვანელოს საღი აზრით. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ უნდათ ყველა ომის დასრულება, უნდათ მშვიდობა. ვინ ითხოვს "ბანკეტის გაგრძელებას" ომის სახით? ევროპა", - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ბოლო ხუთი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოს ყველა ტრაგედია წარმოიშვა ევროპაში ან მოხდა ევროპული პოლიტიკის წყალობით და ამერიკელებს არანაირი პროვოკაციული როლი უთამაშიათ.

„ევროპელი ლიდერების გეგმები უკრაინაში სამშვიდობოების შემოყვანის შესახებ არის თავხედობა, რაც რუსეთის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად კიევის რეჟიმის „მიქსევაა“. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ყველაფერი ესმის. მისი თქმით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, როდის დარეგულირდება კონფლიქტი. „შეგიძლიათ განიხილოთ ეს საკითხი, მაგრამ მხარეთა თანხმობა იქნება საჭირო“. ის სწორად იქცევა", - აცხადებს ლავროვი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში