სტარმერი: ლონდონი, პარიზი და კიევი სამშვიდობო გეგმაზე იმუშავებენ

02 მარტი 2025, 17:49 144 ნახვა

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და შესაძლოა რამდენიმე სხვა ქვეყანა უკრაინასთან ერთად იმუშავებენ ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 
სტარმერმა დაასახელა გრძელვადიანი მშვიდობის სამი ძირითადი ელემენტი: კიევის ძლიერი პოზიცია, უსაფრთხოების ევროპული გარანტიები და აშშ-ის მხარდაჭერა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ შეთანხმება, რომელიც შეიძლება დაიშალოს.
ეს განსაკუთრებით აწუხებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის - თქვა სტარმერმა. ეს ინიციატივა შედეგია სტარმერის მოლაპარაკებისა ზელენსკისთან, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში