„ კრიტიკული აზროვნება, ემოციური ინტელექტი, ეფექტური კომუნიკაცია და კარიერის დაგეგვმა“ - აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდა, შეხვედრა სატელევიზიო სკოლა სახელოსნო „ ტვ კლუბის“ ორგანიზებით შედგა. სატელევიზიო სკოლა სახელოსნო „ტვ კლუბი“ სოციალურ პროექტს ახორციელებს, მასში 10 დან 15 წლის ჩათვლით მოზარდები მონაწილეობენ , პროექტს ბათუმის მერია აფინანსებს.