მოულოდნელი და უჩვეულო ვითარება თეთრ სახლში, ორი პრეზიდენტის შეხვედრა და ვერ შემდგარი მოლაპარაკება, ტრამპი და ზელენსკი განიხილავდნენ შეთანხმებას რომ აშშ-ბს წვდომა მიენიჭებოდა უკრაინის მინერალების რესურსებზე, საბოლოოდ ვითარება ისე დაიძაბა, რომ ვერც შეთანხმება შედგა და პრესკონფერენციაც ჩაიშალა.
ჩაშლილი პრესკონფერენცია და კამათი კამერების წინ ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის. თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის საუბარი ისე არ წარიმართა როგორც დაგეგმილი იყო. არც იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება გაფორმდა და უკრაინის პრეზიდენტმაც თეთრი სახლი ვადაზე ადრე დატოვა. დაპირისპირებაში პრეზიდენტებს შორის ჩაერთო შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი, რომელმაც ჯერ ზელენსკი მადლიერების არ გამოხატვის გამო გააკრიტიკა. უნდა ითქვას, რომ ამ დაპირისპირებას წინ, ორი ქვეყნის ლიდერის მხრიდან ერთმანეთის მიმართ მადლობის გადახდა უძღვოდა. ტრამპმა საუბრისას არაერთხელ აღნიშნა, რომ თუ ქვეყნის სათავეში ბაიდენის ნაცვლად ის იქნებოდა, მაშინ ომი არ მოხდებოდა, ბაიდენს სულელი პრეზიდენტიც უწოდა და უკრაინისადმი გადაცემული 315 მილიარდი დოლარის გამოც გააკრიტიკა. ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი მთავარი საქმიანობა მოლაპარაკებისა და შეთანხმების წარმოებასთან არის დაკავშირებული და ახლა მთავარი სწორედ იმ შეთანხმების გაფორმება იყო რისთვისაც ლიდერები შეიკრიბნენ. თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. საუბრის დასაწყისში ზელენსკიმ მინერალების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აქვე დაამატა, რომ ქვეყნისთვის ახლა მთავარი უსაფრთხოების რეალური გარანტიებია. ზელენსკის თქმით, იცის რას აკეთებს ევროპა და უნდა იცოდეს თუ რისთვის არის მზად შეერთებული შტატები, რადგან ევროპისთვის აშშ მყარ კედელს წარმოადგენს. ვიდრე ჟურნალისტი ტრამპს ჰკითხავდა გაერთიანდა თუ არა პუტინთან, ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა რომ ზელენსკი კარგ პოზიციაში არ არის და მას საჭირო კარტები არ აქვს, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა რომ ის ახლა ბანქოს არ თამაშობს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ომის პრობლემები ყველას აქვს, მაგრამ ახლა ისინი ამას ვერ გრძნობენ, რადგან მათ შორის „ლამაზი ოკეანეა“ , თუმცა მოვა დრო და იგრძნობენ. ზელენსკის ამ ნათქვამმა ვიცე პრეზიდენტის გაღიზიანება გამოიწვია, ტრამპმა კი უპასუხა რომ ზელენსკი ახლა იმ პოზიციაში არ არის რომ მათ რაიმე მიუთითოს.
თეთრი სახლის დატოვების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს ინტერვიუ ჰქონდა ფოქს ნიუსთან, სადაც კითხვაზე მოუხდის თუ არა ბოდიშს ტრამპს მას შემდეგ რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა, უპასუხა რომ ის პატივს სცემს შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს. ოვალურ კაბინეტში მომხდარი ცუდ სიტუაციაც შეაფასა. შეხვედრა წარუმატებლად შეაფასა დონალდ ტრამპმაც, და ზელენსკი ერთი მხრივ პუტინის შესახებ ნეგატიურად საუბრის გამო გააკრიტიკა კიდეც, რადგან აღნიშნა რომ ახლა უკრაინის პრეზიდენტისთვის მთავარი უნდა იყოს მშვიდობა.
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარმა მწვავე კონფლიქტმა მძაფრი რეაქციები გამოიწვია მსოფლიოს გარშემო. ბუნებრივია პოზიციები აქაც ორად გაიყო. ევროპელი ლიდერების დიდი ნაწილი, მათ შორის ამერიკელი სენატორების ნაწილიც, ერთხმად აღიარებენ რომ ოვალურ კაბინეტში განვითარებული მოვლენები სცდება დიპლომატიას. ევროკავშირის პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ფინეთი და ყველა ქვეყნის ლიდერი, ვინც ამ დრომდე გვერდში უდგას უკრაინას ოკუპანტთან ბრძოლაში, წერს, რომ აგრესორი რუსეთია და უკრაინას გაძლიერებას ევროპა განაგრძობს.