გამომცემლობამ ''წიგნები ბათუმში'' ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა

28 აპრილი 2017, 00:00 3902 ნახვა

ლიტერატურულ კონკურსში "ლიტერა" საუკეთესო ყდის ნომინაციაში გამომცემლობამ "წიგნები ბათუმში" გაიმარჯვა. გამომცემლობის წიგნის ყდა “ყვავილები ელჯერნონისთვის", რომლის დიზაინი ნატალია ავალიანს ეკუთვნის, წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს.

ლიტერატურულ კონკურში, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით იმართება, სხვადასხვა გამომცემლობის 100 მდე წიგნი იყო წარდგენილი, თუმცა 5 გამარჯვებული 33-დან შეარჩია.

 

ნომინაციები ასე გადანაწილდა:

საუკეთესო დებიუტი: გიორგი შონია “ჰანს პრონველის ფაბრიკაცია”,

საუკეთესო პოეტური კრებული: ვახტანგ ჯავახაძე “ელეგია და სხვა”, 

საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი: არჩილ ქიქოძე “სამხრეთული სპილო”

საუკეთესო დოკუმენტური პროზა: როსტომ ჩხეიძე “პორტრეტი ოდისევსის სიჭაბუკისა”

საუკეთესო გარეკანის დიზაინი: ნატალია ავალიანი “ყვავილები ელჯერნონისთვის

ჟიურის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი იყო, ხოლო სხვა წევრები მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი, პოეტები პაატა შამუგია და გიორგი ლობჟანიძე და ბელა წიფურია იყვნენ.

ამავე კატეგორიაში