დიდთოვლობა ქობულეთში

26 თებერვალი 2025, 17:59 127 ნახვა

უხვმა ნალექმა და დიდთოვლობამ ქობულეთში პრობლემები შექმნა. დიდთოვლობამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, წააქცია ხეები, შეზღუდვებია ენერგო და ბუნებრივი აირის მიწოდებაში, პრობლემებია სასმელი წყლის მიწოდების კუთხითაც.
მოქალაქეები მაუწყებელს უკავშირდებიან, სოფლებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ საკვების მარაგი ეწურებათ და უგზოობის გამო პროდუქტების და მედიკამენტების ვერ ახერხებენ. რამდენიმე დღეა რაც ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბია შექმნილი. ბოლო მონაცემებით ამ დროისთვის დიდთოვლობამ 3-საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაანგრია.
საერთო ჯამში კი, დიდთოვლობამ 6-დღის მონაცემით 20 საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ზოგან კი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა გახდა საჭირო. ქობულეთის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ელექტრო ენერგია მუნიციპალიტეტში 2000 აბონენტს არ მიეწოდება, გაზი 500 აბონენტს.
სასმელი წყალი 7-სოფელს არ აქვს. აჭარის საავტომობილო გზების ინფორმაციით ამ დროისთვის 21-ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული გზების გაწმენდის პროცესში. ქალაქის ნაწილში საავტომობილო გზა გაწმენდილია, სოფლებში ისევ რჩება შეზღუდვები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი