რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

26 თებერვალი 2025, 09:56 139 ნახვა

რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რიკოთზე ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილის წმენდის სამუშაოები დასრულდა.

„რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე დასრულდა ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილის წმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიური თოვის გამო რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გვიან ღამით რიკოთის საავტომობილო მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, დაზიანდა ოთხი ავტომანქანა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჩამოწოლილი ზვავის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შეფერხებული იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი