აჭარაში საჯარო ბაღებსა და სკოლებში მეორე დღეა სასწავლო/სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. მიზეზი ძლიერი თოვაა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს.
გაცდენილი საათების ანაზღაურებას კი სკოლები კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ, უქმე დღეებში.