გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც ბეტონის ფილა დაეცა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სოფელ შრომაში კი სახურავის წმენდისას დაშავებული მამაკაცის კლინიკაში გადასაყვანად, გზა თანასოფლელებმა გაწმინდეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, - აცხადებენ ოზურგეთის მერიაში. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მხოლოდ ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
რთული ვითარებაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მერის განცხადებით, დამატებითი ტექნიკა მობილიზებულია და შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს.