ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცეს

24 თებერვალი 2025, 14:08 83 ნახვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში წუთიერი დუმილით  უკრაინის ომის მესამე წლისთავი აღნიშნეს. შეხვედრაზე  დიპლომატებმა  რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცეს.

სანქციები მოიცავს ალუმინის პირველადი იმპორტის აკრძალვას, სათამაშო კონტროლირების გაყიდვას, რომელიც გამოიყენება დრონების სამართავად და  ჩრდილოვანი ფლოტის 73 გემს. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კაია   კალასმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მისია უკრაინაში შეუძლებელია, სანამ მშვიდობა არ იქნება,  რუს დიქტატორ ვლადიმირ პუტინს და რუსეთს ჯერ არ სურთ მშვიდობა, ხოლო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დისკუსიები გრძელდება.

კალასი უკრაინის მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის და ამბობს, რომ ხვალ გაეროში აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში