ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გადაიდო სასწავლო პროცესი - მიზეზი უამინდობა და დიდთოვლობაა.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს. როდის განახლდება სწავლის პროცესი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
მათივე თქმით, გაცდენილი საათების ანაზღაურებას კი სკოლები კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ, გაცდენილი საათები უქმე დღეებზე გადანაწილდება.