ბათუმში, საჯარო ბაღებსა და სკოლებში 24 თებერვალს სააღმზრდელო/სასწავლო პროცესი ჩერდება

24 თებერვალი 2025, 00:38 1334 ნახვა

ბათუმში, საჯარო ბაღებსა და სკოლებში 24 თებერვალს სააღმზრდელო/სასწავლო პროცესი ჩერდება. მიზეზი უამინდობა და ამინდის მოსალოდნელი გაუარესებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო სკოლებსა და ბაღებში სააღმზრდელო/სასწავლო პროცესი 25 თებერვალს განახლდება.

"რეგიონში არსებული უამინდობისა და ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გათვალისწინებით, ბაღის აღსაზრდელთა და პედაგოგების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 24 თებერვალს საბავშვო ბაღებში სააღზმრდელო პროცესის შეჩერების თაობაზე", - ნათქვამია ააიპ "ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით სკოლები უზრუნველყოფენ გაცდენილი საათების ანაზღაურებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

"რეგიონში არსებული უამინდობისა და მოსალოდნელი გაუარესების გათვალისწინებით, სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 24 თებერვალს სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. სკოლები უზრუნველყოფენ გაცდენილი საათების ანაზღაურებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით", - განმარტავს სამინისტრო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში