ფილადელფიელმა მეცნიერებმა ხელოვნური საშვილოსნო შექმნეს, რომელიც ხელს შეუწყობს ნაადრევად დაბადებული ბავშვების განვითარებას. მოწყობილობა ახალშობილ თიკნებზე გამოსცადეს. სპეციალისტები გამოგონების კლინიკებში დანერგვას უახლოესი 10 წლის განმავლობაში ვარაუდობენ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            