არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, რომლის ტრაგედიამ შეძრა და, ამასთან, გააერთიანა სრულიად საქართველო - ირაკლი ჩიქოვანი

22 თებერვალი 2025, 16:02 128 ნახვა

დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, რომლის ტრაგედიამ შეძრა და, ამასთან, გააერთიანა სრულიად საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევით აუცილებლად დადგება მართლმსაჯულება და ამ სასტიკ დანაშაულში მონაწილე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“, – აცხადებს მინისტრი.

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ მოკლეს.

უმცროსი სერჟანტი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. იგი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში