გურიაში არსებული დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, - ამის შესახებ, განცხადებას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
კერძოდ, გაუქმდა:
22 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი
22 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი
22 თებერვალი -რიონი-ქუთაისი-რიონი
23 თებერვალი - თბილისი ოზურგეთი
23 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი
23 თებერვალი- რიონი-ქუთაისი-რიონი
"საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და მგზავრებს ბილეთის საფასურის სრულად ანაზღაურებას ჰპირდება.