„ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს ზამთრის სკოლა გაიხსნა.
„ერაზმუს+“-ის ფარგლებში გამართული სკოლის პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა: ევროკავშირის გაფართოების ისტორია, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას ასოცირების ხელშეკრულებები ევროკავშირთან, სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმები, რუსული პროპაგანდა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ და სხვა.
მონაწილეებს 5 დღის განმავლობაში ლექციებს უკრაინიდან, მოლდოვიდან, სერბეთიდან, იტალიიდან მოწვეული პროფესორები ჩაუტარებენ, გაიმართება დისკუსიებიც.