დორტმუნდის ბორუსიამ მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა

27 აპრილი 2017, 00:00 2519 ნახვა

''ალიანს არენაზე'' მიუნხენის 'ბაიერნმა'' დორტმუნდის ''ბორუსიას'' უმასპინძლა და 2-3 დამარცხდა. ბაიერნი ჩემპიონთა ლიგასთან ერთად გერმანიის თასსაც დაემშვიდობა, ბორუსია კი ფინალში ფრანკფურტის აინტრახტს დაუპირსპირდება.

თამაშის პირველი გოლი ბორუსიამ გაიტანა, კერძოდ მარკო როისმა, თუმცა გაშვებული გოლის შემდეგ ბაიერნმა უპირატესობა მოიპოვა და 2 გოლიც გაუტანა დორტმუნდს. პირველი ტაიმი მიუნხენელებმა 2-1 გაიმარჯვეს.

მეორე ტაიმში დორტმუნდელთა ფორვარდი დემბელე გამოირჩეოდა, რომელმაც საგოლე გადაცემა ჯერ ობამეიანგს გაუკეთა, შემდეგ კი გადამწყვეტი გოლი თვითონვე გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 2-3.

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი