საია მზია ამაღლობელის საქმის შესახებ

16 თებერვალი 2025, 17:58 245 ნახვა

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ვკითხულობთ რომ მათ დღეს, კიდევ ერთხელ მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით.
ამავე სასამართლომ კი ერთხელ უკვე დაუშვებლად ცნო და არ განიხილა დაცვის მხარის საჩივარი მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების გამო.
ცალსახად ვაცხადებთ, არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მზია ამაღლობელის პატიმრობას გაამართლებს, მისი პატიმრობა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - წერია განცხადებაში.მათი თქმით შუამდგომლობის დაუშვებლობა ხელოვნური ბარიერია იმისათვის, რომ სასამართლომ არ იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებულ ახალ, უტყუარ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში