ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვანი დაიღუპა

16 თებერვალი 2025, 12:03 560 ნახვა

გუშინ ღამით ბათუმში, უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე.
ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, გუშინ ღამით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მივიდა. თორნიკე რიჟვაძემ გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში