მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით უფლებადამცველებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში განცხადება შეიტანეს.
ადვოკატები რამდენიმე გარემოებაზე მიუთითებენ, რაც მისი მოსაზრებით პატიმრობის გაუქმების საფუძვლი უნდა გახდეს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელის დაკავება, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის მუხლით იყო უკანონო და უსაფუძვლო.
გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, სილის გაწვნა ვერ შეფასდება პოლიციელზე თავდასხმად. მისივე ინფორმაციით, ,,ბათუმელებისა'' და ,,ნეტგაზეთის'' მენეჯერის წინააღმდეგ ძირითადად სამართალდამცავების ჩვენებებია, რაც მისივე შეფასებით ვერ იქნება სანდო.
დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო ამჯერად მაინც შეაფასებს ობიექტურად საქმის გარემოებებს. შუამდგომლობა დაცვის მხარემ დღეს დაარეგისტრირა.
სასამართლომ პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 48 საათში უნდა მიიღოს, თუმცა მანამდე შუამდგომლობის დასაშვებისთვის სასამართლოს 24 საათი აქვს.
მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 33-ე დღეა შიმშილობს. იგი კლინიკა ,,ვივამედშია'' მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.