ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში ომარ ასლანიძის სახელობის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება. შეიცვლება კარ-ფანჯრები, შენობის ინტერიერის ნალექისგან დასაცავად კი სკოლა სრულად შეიფუთება სპეციალური ფილებით.
გარდა ამისა მოწესრიგდება ტერიტორია და სახანძრო სისტემა.
წელს ქობულეთში 20-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა.