ბელარუსმა სამი პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

13 თებერვალი 2025, 09:41 76 ნახვა

სამი დაკავებული გაათავისუფლეს პატიმრობიდან ბელარუსში, მათ შორის ერთი ამერიკელი, განაცხადა თეთრმა სახლმა. რადიო თავისუფლების  ევროპის ბიუროს განცხადებით,  ბელარუსის მიერ გათავისუფლებულებს შორის  არის მათი ჟურნალისტი ანდრეი კუზნეჩიკი, რომელიც  2021 წლის ნოემბერში დააკავეს.  

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის სვეტლანა ციხანოსკაიას წარმომადგენლის თქმით, კუზნეჩიკი ოჯახს ლიეტუვაში შეუერთდა.

ციხანოსკაიამ იქს-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ აქტივისტი ალენა მაუშუკიც გაათავისუფლეს და მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

მესამე ამერიკელია, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება. სამივე გათავისუფლებული ვილნიუსში იმყოფება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში