ბათუმში, ერთ-ერთ შენობაში თვითნებურად შესახლებულ მოქალაქეებს შენობა გვიან ღამით დაატოვებინეს

13 თებერვალი 2025, 10:05 73 ნახვა

გვიან ღამით დაატოვებინეს თვითნებურად შესახლებულ მოქალაქეებს ბათუმში მეტაქსას ქუჩის 10 ნომერში მდებარე შენობა. აქ უსახლკაროები გუშინ საღამოს შევიდნენ. 20-მდე ოჯახი მთავრობას საცხოვრებელს სთხოვს. 

მოქალაქეებთან  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი რამაზ ჯინჭარაძე მივიდა, მოლაპარაკების შემდეგ ოჯახები შენობიდან გამოიყვანეს, იმ პირობით რომ დღეიდან ბათუმის მერიაში მივლენ და მათ პრობლემაზე მუშაობა დაიწყება. რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა, რომ თითოეული ოჯახის საკითხს მერია ინდივიდუალურად განიხილავს. შენობა, რომელშიც მოქალაქეები თვითნებურად შეიჭრნენ უმოქმედოა და უნივერსიტეტის ბაზაზეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში