ბათუმში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი 

10 თებერვალი 2025, 10:09 526 ნახვა

ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება კაცი, რომელიც ბათუმში ტაბიძის ქუჩაზე დაჭრეს. მედიკოსების ინფორმაციით,  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ტაბიძის ქუჩაზე პოლიციის განყოფილების მიმდებარედ გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტი. დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-გამოყენების მუხლებით მიმდინარეობს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში