სტამბოლში ზღვამ სანაპიროდან დაახლოებით 150 მეტრით უკან დაიხია

09 თებერვალი 2025, 14:51 9348 ნახვა

თურქეთში, სტამბულში, ზღვამ სანაპიროდან დაახლოებით 150 მეტრით უკან დაიხია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და ვიდეო ფაქტებს აქვეყნებს.

უჩვეულო მოვლენა მარმარილოს ზღვაში, ქალაქ სტამბოლის სილივრის რაიონში დააფიქსირეს.

მედიის ცნობით, ზღვამ წვიმის მიუხედავად დაიხია უკან და გარკვეულ ადგილებში პატარა კუნძულებიც გამოჩნდა, რაც მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში