ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულებს ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეეფარდათ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა 4- საათიანი განხილვის შემდეგ დააკმაყოფილა, რასაც დარბაზში პროტესტი მოჰყვა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.