პროტესტი მერიასთან

06 თებერვალი 2025, 19:58 91 ნახვა

ბათუმის მერიის შენობაში პროტესტის ნიშნად შეკრებილი მოქალაქეები შენობიდან დაცვის სამსახურმა გაიყვანა. ბაქოს 29 ნომერში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მერიის შენობაში იმყოფებოდნენ.
ისინი მერთან ან კომპეტენტურ პირთან შეხვედრას ითხოვდნენ. პროტესტის მიზეზი საკუთარი ძალებით აშენებული საერთო სველი წერტილის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ დაშლა გახდა. საუბარია ხის დამხმარე ნაგებობაზე.
აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობა 21-მა ოჯახმა თვითნებურად ოთხი თვის წინ დაიკავა. მათი განცხადებით აქცია მერიასთან ხვალ დილიდან ისევ გაგრძელდება. მერიაში განმარტება და კომენტარი არც მედიასთან გაუკეთებიათ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში