აქცია ბათუმის მერიის შენობაში - ადგილზე ბაქოს 29 ნომერში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები არიან შეკრებილები.
შენობაში 21 ოჯახი ცხოვრობს. ისინი კომპეტენტურ პირთან შეხვედრას ითხოვენ. აცხადებენ, რომ არ დატოვებენ შენობას, ვიდრე სველი წერტილების აშენების ნებართვას არ მიიღებენ.
ამბობენ, რომ საერთო სველი წერტილი საკუთარი ძალებით ააშენეს, თუმცა ხის დამხმარე ნაგებობა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა, შეკრებილების განცხადებით, გაუფრთხილებლად და ძალადობის გამოყენებით დაანგრია.