5 დღეში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. ცვლილება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ასევე დაბალი და მაღალი შემოსავლის მქონე პირებს ეხება. მაგალითად, მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.
რაც შეეხება საშუალო შემოსავლის მქონე პირებს, მათ არჩევანის გაკეთება კერძო დაზღვევასა და სახელმწიფო პროგრამას შორის მოუწევთ. „საბაზისო პაკეტი" სრულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ამასთან, მათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება არ ეზღუდებათ. ცვლილებათა პაკეტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე წლის ზაფხულიდან სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდება ქრონიკული დაავადებების მქონე ყველა სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება. ცვლილებები დღეს ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ შეაფასა.