კონკურსი სასკოლო კლუბებისთვის

05 თებერვალი 2025, 14:18 90 ნახვა

კონკურსი სასკოლო კლუბებისთვის. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წელს დაახლოებით 20 პროექტის დაფინანსებას გეგმავს. კონკურსში მონაწილეობის მიღება საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ, რისთვისაც საჭიროა კლუბის ჩამოყალიბება, იდეის შემუშავება და მისი რეგისტრაცია. 

საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულებით პროექტები ერთჯერადად მაქსიმუმ 2 500 ლარით დაფინანსდება. განაცხადის მიღება 10 თებერვალს დაიწყება და ერთ თვეს გაგრძელდება.

გამარჯვებულ პროექტებს კომისია ორეტაპიანი კონკურსით გამოავლენს, რომელიც დოკუმენტაციის შეფასებასა და გასაუბრებას მოიცავს.

“სასკოლო კლუბების განვითარების“ პროგრამას სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანი სკოლებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა.    

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში