დაკავებული მედიამენეჯერი, ონლაინ გამოცემა "ბათუმელების" და " ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა ''ვივამედში'' გადაიყვანეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენ ხანს დატოვებენ კლინიკაში მზია ამაღლობელს.
ამ ეტაპზე ექიმის ინფორმაციით, მას სამედიცინო კვლევები უტარდება.
ცნობილია, რომ შიმშილობას კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, არ წყვეტს.