2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა

05 თებერვალი 2025, 11:38 131 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ  საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა.  

საქსტატის მონაცემებით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2025 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:

  • ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა;
  • ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
  • ხილი და ყურძენი  - 4.2 პროცენტი,
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 3.5 პროცენტი,
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 3.3 პროცენტი,
  • ზეთი და ცხიმი - 2.8 პროცენტი,
  • რძე, ყველი და კვერცხი - 2.0 პროცენტი,
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 1.0 პროცენტი,
  • პური და პურპროდუქტები - 0.2 პროცენტი,
  • თამბაქოს ნაწარმი -  1.8 პროცენტი. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ფასები შემცირდა მინერალურ  და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე -1.1 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები: -0.5 პროცენტი. ფასები შემცირდა ასევე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. 

რაც შეეხება ჯანდაცვას, საქსტატის კვლევებით, სამედიცინო მომსახურება გაძვირდა. მათ შორის ფასები მოემატა სამედიცინო პროდუქციას, აპარატურას და გაძვირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში