გამოფენა მუზეუმში

04 თებერვალი 2025, 20:34 95 ნახვა

2025 წლის პირველი გამოფენა გაიხსნა აჭარის ხელოვნების მუზეუმში. გალერეაში ბათუმის 2018-19 წლების საერთაშორისო პლენერების ფარგლებში შესრულებული ფერწერული ტილოებია წარმოდგენილი.
ექსპოზიციაში 10 მხატვარი მონაწილეობს, მათ შორის ავტორები ბათუმიდან და ევროპის სხვა ქალაქებიდან. ნამუშევრების თემატიკა ძირითადად ბათუმის ხედებია.
დამთვალიერებლებს ნახატების ნახვა 10 თებერვლამდე უფასოდ შეუძლიათ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში