საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და გამოხმაურებას განცხადების სახით აქვეყნებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ტექსტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას ევროპული და დემოკრატიული გზიდან აშორებს, რაც პარტნიორობაზე გავლენას ახდენს.
ევროკავშირის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ნორვეგია პარალელური ზომების მიღებას განიხილავს.
ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის მორიგი ძალადობრივი დემონსტრირებით, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. ლატვიის საგარეო უწყება ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში მხარდაჭერას უცხადებს.