"პუბლიკის" და NEWS.On.ge-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

04 თებერვალი 2025, 14:31 109 ნახვა

„პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი ნათია ლევერაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ლევერაშვილი ყვება, სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს პანდუსიდან.

ამასთან, NEWS.On.ge-ს ინფორმაციით, ამავე აქციაზე პოლიცია თავს დაესხა გამოცემის მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, რომელიც გადაუდებელი კვლევებისთვის კლინიკაში იმყოფება.

დღეს, სხვადასხვა მედიის ჟურნალისტები და რედაქტორები პარლამენტთან დაკავებული მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში