პროტესტი ბათუმში

03 თებერვალი 2025, 14:01 71 ნახვა

ბათუმში 24 საათიანი  პროტესტი გრძელდება. მოქალაქეებმა აჭარის მთავრობის სახლთან გაშლილ კარვებში  უკვე  ხუთი ღამე გაათენეს. უწყვეტი  პროტესტის მიზეზი მზია ამაღლობელის დაკავება, მოთხოვნა კი მისი გათავისუფლებაა. 

აქტივისტები ასევე აქციებზე დაპატიმრებული  სხვა  მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. მათი განცხადებით ადამიანები უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით  არიან დაპატიმრებულები, ასევე მათი  უფლებები  დაირღვა დაკავების პროცესშიც.

ორი კარავია განთავსებული მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქვეა საინფორმაციო დაფა, სადაც  ყოველდღიურად ანახლებენ  მოშიმშილეთა შესახებ ინფორმაციას,  ტერიტორიაზე გამოკრულია სტიკერებიც. 

ქვეყანაში  იმავე მოთხოვნებით   5 ადამიანი შიმშილობს. გარდა 24 საათიანი  პროტესტისა, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს საღამოს აქციებიც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში