დაკავებებისა და შეხლა-შემოხლის შემდეგ აქციის მონაწილეებმა საბოლოოდ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
გზაზე პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული, რის გამოც მოქალაქეები სავალ ნაწილზე ვერ გადადიოდნენ და საავტომობილო მოძრაობა არ იზღუდებოდა, საბოლოოდ აქციის მონაწილეების რაოდენობამ ტერიტორია შეავსო და რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.