გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში 5 თებერვალს დისტანციურად გამოიკითხება

03 თებერვალი 2025, 10:10 68 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 5 თებერვალს საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია,  ჩვენებას დისტანციურად  მისცემს.

საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილია.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ივანიშვილის, როგორც დაზარალებულის დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაკითხვა მოითხოვა. ამის საფუძვლად პროკურორმა მათ შორის, დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში