„თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა

02 თებერვალი 2025, 19:15 235 ნახვა

„თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების გამოძახება გახდა საჭირო. 

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაშავებულებს შორისაა, ოპერატორი, ნიკო კოკაია.

რა დაზიანებები აღენიშნებათ დაშავებულებს, ამ ეტაპზე უცნობია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში