თბილისის შესასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, დაძაბულობაა.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
ტერიტორიიდან პოლიციამ რამდენიმე პირი გაიყვანა.
სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა პარტია "ახლების" ლიდერი, ნიკა მელია, გიორგი კირთაძე და გიგი უგილავა დააკავეს.
დემონსტრანტები ცდილობდნენ, სრულად დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი, თუმცა მათ სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა ერთი პირი, რის გამოც, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ საავტომობილო მიმოსვლა არ შეაფერხონ.