თუ დაგვემორჩილებიან და მსვლელობა ექნებათ, დავეხმარებით, თუ არ დაგვემორჩილებიან და შეეცდებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ - გოგა მემანიშვილი

02 თებერვალი 2025, 17:21 170 ნახვა

თუ დაგვემორჩილებიან და მსვლელობა ექნებათ, უბრალოდ გზის სავალი ნაწილის კონკრეტულ მონაკვეთში, ჩვენ თვითონ დავეხმარებით ამ მსვლელობას. თუ არ დაგვემორჩილებიან და შეეცდებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გზის სავალი ნაწილი, რომლის მიმდებარედ, თბილისში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს შესულია სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება კი, დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით.

„საპოლიციო ძალები განაწილებულია ძირითადად ორ ლოკაციაზე, სადაც დაანონსებული იყო საპროტესტო აქცია, რადგან საზოგადოებრივი წესრიგი დავიცვათ. როგორც იცით მათ დაანონსეს, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა გადაკეტვა. მოგეხსენებათ, აღნიშნული, უკვე, შესულია სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში. შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით. ამ ყველაფერს ავუხსნით, განმარტებას მივცემთ აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს. შემდეგ უკვე დაველოდებით მოვლენების განვითარებას. თუ დაგვემორჩილებიან და მსვლელობა ექნებათ, უბრალოდ გზის სავალი ნაწილის კონკრეტულ მონაკვეთში, ჩვენ თვითონ დავეხმარებით ამ მსვლელობას. თუ არ დაგვემორჩილებიან და შეეცდებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა მემანიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში