მე არ მომწონს ბრძოლის ეს მეთოდი, მაგრამ თუ გზის გადაკეტვაა, ეს უნდა გააკეთონ იმუნიტეტიანმა დეპუტატებმა - იაგო ხვიჩია

02 თებერვალი 2025, 16:03 258 ნახვა

მე არ მომწონს ბრძოლის ეს მეთოდი, მაგრამ თუ გზის გადაკეტვაა, ეს უნდა გააკეთონ იმუნიტეტიანმა დეპუტატებმა, სწორედ ამიტომ აირჩია ისინი ხალხმა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

ხვიჩიას თქმით, მხოლოდ საუბრის შემდეგ უნდა გადაწყდეს პროტესტის ფორმა.

„შეიძლება, ეს გზის გადაკეტვა იყოს ან სხვა რამე, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკის მერე უნდა გადაწყდეს ეს. მე არ მომწონს ბრძოლის ეს მეთოდი, მაგრამ თუ გზის გადაკეტვაა, ეს უნდა გააკეთონ იმუნიტეტიანმა დეპუტატებმა, სწორედ ამიტომ აირჩია ისინი ხალხმა, ვინც ბრძოლის ამ გზას უჭერს მხარს. გადაკეტილ გზაზე როცა მოქალაქე დადგება, ეგ ქოცური მართლმსაჯულებითაც კი ვერ იქნება დანაშაული. (მოლში ვიყავი, გზაზე მოძრაობა არ იყო და გზის მეორე მხარეს გადავდიოდი, ან მეგობარი შემხვდა და გამოველაპარაკე, შეუძლებელია დამნაშავე ვიყო) თუ 4-5-9-25 პოლიტიკოსები ამას არ აპირებენ, მათ უნდა თქვან, რომ არ უჭერენ მხარს, პროტესტის ამ ფორმას და სიფრთხილისკენ მოუწოდონ ადამიანებს“, – წერს ხვიჩია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში