პუტინის ომი უკრაინაში

02 თებერვალი 2025, 12:01 103 ნახვა

ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას. ქალაქ სუჯაში, რომელიც კურსკის ოლქში მდებარეობს, მტერმა იერიში მიიტანა სკოლა-პანსიონზე. მას თავს აფარებდნენ მოხუცები და შშმ პირები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით ნანგრევების ქვეშ 95 ადამიანი მოჰყვა და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.
ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ შენობაში მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა ქალაქ პოლტავაში, სადაც მტერმა საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა. იერიშის შედეგად უკვე 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში