ბათუმში აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერი მარში იმართება

31 იანვარი 2025, 16:27 125 ნახვა

"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "თავისუფლება მზია ამაღლობელს", "თავისუფლება თემურ ქათამაძეს", "თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს"_ ბათუმში მარშისთვის ემზადებიან.

აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ სტადიონთან შეიკრიბნენ და ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.

მსვლელობა ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე მოეწყობა. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები, ცენტრალური სტადიონიდან სავარაუდოდ ჭავჭავაძის ქუჩის გავლით, აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლებენ. 

აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ მარშზე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. 

უწყვეტი პროტესტი ბათუმში 65 დღეა მიმდინარეობს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში