ახალი პროექტი აჭარის ტელევიზიით

25 აპრილი 2017, 00:00 3778 ნახვა

პროექტის ''საქართველო ჩვენი სამშობლოა-ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში''  პერეზენტაცია  ''ანბანის  კოშკის'' საგამოფენო სივრცეში დღეს გაიმართება.


პროექტის ავტორია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”. ორგანიზაცია მას  ფონდ  „ღია საზოგადოება საქართველოს“   მხარდაჭერით ახორციელებს.
პროგრამა ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებში მოტივაციის ამაღლებასა და მათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გააქტიურებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილია.


საინტერესო ფრაგმენტებს ეთნოსის პრობლემების ისტორიიდან, ასევე, მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობასა და ყოფას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემაში „ჰეშთეგი“ გიამბობთ. 31 ივლისს კი ფესტივალია  დაგეგმილი. 
პროექტის მედია პარტნიორები არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო და  გაზეთი “ბათუმელები” .

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი