საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასწარ პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი უწყებები ამაღლობელი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მათ ინფორმაციას არ აწვდიან, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა.
საია-ს განცხადებით, მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს. მისი შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც მზია ამაღლობელია მოთავსებული, ისე, სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის სამედიცინო წარმომადგენლის მიერ მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები, თუმცა, კონკრეტულად კვლევები და მათი შედეგები, უცნობია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ამაღლობელს აქვს ქრონიკული დაავადებები, მხედველობის სერიოზული პრობლემები და შესაძლოა არსებობდეს მათი გამწვავების რისკები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახალხო დამცველს მიმართავს: