ბათუმში აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

30 იანვარი 2025, 14:01 133 ნახვა

64-ე დღეა ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ აქტივისტებს ორი კარავი აქვთ გაშლილი. პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.

უცვლელი რჩება აქციის მონაწილეთა მოთხოვნები:  მზია ამაღლობელის   გათავისუფლება.  მედიამენეჯერი  მზია ამაღლობელი 19-ე საპატიმროში შიმშილობს.

ასევე რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა და სხვადასხვა აქციის დროს  დაკავებული  ადამიანების გათავისუფლება.

ამასთანავე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს  შეუწყდეს უფლებამოსილება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში