ბათუმში აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

30 იანვარი 2025, 09:50 148 ნახვა

ბათუმში პროტესტი მთელი ღამე გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს. მათ პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ მცირე ზომის კარვების გაშლა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის მიმდებარედ შეძლეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება დაშლას არ აპირებენ და კარვებში 24 საათიან რეჟიმში დარჩებიან.

როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ, რომელიც საპატიმროში 19 დღეა შიმშილობს. მთავარი მოთხოვნა მზია ამაღლობელის და აქციებზე დაკავებული სხვა პირების გათავისუფლებაა. ამბობენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნისა და დაკავებულების გათავისუფლების მიღწევამდე ისინი პროტესტს კარვებში გააგრძელებენ. 

აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ სამართალდამცველებიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში